ვალდებულები ვართ, ბრძოლა მივიყვანოთ ბოლომდე და მოვაშოროთ მართვის სადავეებს “ოცნების“ რეჟიმი - ქეთევან თურაზაშვილი
შინდისის გმირების მემორიალთან ხალხის ნაკადი არ წყდება-დილიდან 17 მებრძოლის სულისთვის პატივის მისაგებად, მემორიალთან მოქალაქეები და პოლიტიკოსები მიდიან და იხსენებენ გმირებს, რომლებმაც ქვეყნის თავისუფლებისთვის სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოლეს და რუსულ ტყვეობას სიკვდილი არჩიეს.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, ქეთევან თურაზაშვილის თქმით, “17 წლის თავზე, ისევ იგივე მტერი, რუსეთი გვებრძვის სხვადასხვა მეთოდით“.
მისივე თქმით, “ვალდებულები ვართ, მათი ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ, მოვაშოროთ მართვის სადავეებს “ოცნების“ რეჟიმი, გავათავისუფლოთ და შევინარჩუნოთ თავისუფლება“.
17 წლის თავზე, ისევ იგივე მტერი, რუსეთი გვებრძვის სხვადასხვა მეთოდით, ჩვენმა საამაყო გმირებმა თავი გაწირეს საკუთარი სიცოცხლის ფასად, შეუნარჩუნეს ჩვენ სამშობლოს თავისუფლება, ჩვენ ვალდებულები ვართ, მათი ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ, მოვაშოროთ მართვის სადავეებს “ოცნების“ რეჟიმი, გავათავისუფლოთ და შევინარჩუნოთ თავისუფლება და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა, ერთხელ და სამუდამოდ, - ამბობს ქეთევან თურაზაშვილი.