სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - ბიზნესმენი განცხადების გაკეთებას გეგმავს
თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლო პროცესს თავად მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილიც ესწრება.
- ბაჩიაშვილი სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც გიორგი ბაჩიაშვილი „ბიტკოინების საქმეზე“ მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბიზნესმენი საბოლოო სიტყვის უფლებითაც ისარგებლებს, ამ წუთებში მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ.
- სასამართლო პროცესს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და ტელეკომპანია „იმედი“ იღებს.
როგორც სხდომის დაწყებამდე ადვოკატმა დავით ჯანდიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, "გიორგი ბაჩიაშვილი საბოლოო სიტყვის უფლების დროს შეეხება იმ საკითხებს, რომელიც უკავშირდება ამ სისხლის სამართლის უკან არსებულ ნამდვილ - პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოტივებს".
მისი თქმით, თუ სააპელაციო სასამართლო, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, შემდგომში ისინი საქმეს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.