ექსკლუზივი: თალაკვაძის ძმა "მორფინს" ერთი სატელეფონო ზარით არიგებდა?! - სკანდალური აუდიოფაილები
მორფი ერთი სატელეფონო ზარით - "შაბათის ეთერის" ხელშია ოპერატიულ ტექნიკური
სააგენტოდან გამოჟონილი ფარული აუდიო ჩანაწერები. მოსმენების სამსახურის დაცული სეიფიდან გადმოგზავნილ ჩანაწერებში პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ძმა და სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის საუბარია ასახული.
მაკა ჩიხლაძის მიერ მოპოვებულ სკანდალურ აუდიოფაილების მიხედვით, ავთანდილ თალაკვაძე ნარკოტიკულ საშუალება "მორფინს" ერთი სატელეფონო ზარით არიგებდა.
- როგორ ხარ დიმა?
- კარგად, შენ?
-ჩემი მტერი იყოს ახლა, მე როგორც ვარ",- ისმის ფარულ ჩანაწერში, სადაც ჩანაწერის მიხედვით, არჩილ თალაკვაძის ძმა ციხეების ყოფილ შეფთან დიმიტრი დარბაისელთან საუბრობს.
ფარული ჩანაწერით დგინდება, რომ დარბაისელი, ქავთარაძის ქუჩაზე, რეგიონულ ჰოსპიტალშია მისული და ავთანდილ თალაკვაძეს მორფს სთხოვს. სავარაუდოდ, ჩანაწერი იმ დროს არის გაკეთებული, როცა ქვეყნის საგანგებო სიტუაციების თალაკვაძე კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ხელმძღვანელობდა.
- გამაყუჩებელი გამიკეთონ ძლიერი რა!
- რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში ხარ ხო?
- ემერჯენსში კი...
- კაი, ახლავე მოვაგვარებ!"- ისმის აუდიოჩანაწერში.
ციხეების შეფი და "ქართული ოცნების" არაფორმალური დაჯგუფების მეთაური მკაფიოდ ამბობს, რომ ემერჯენსის განყოფილებაშია, ანუ კლინიკაში სამკურნალოდ არ წევს და მიმღებ განყოფილებაშია მისული.
საუბრის შემდეგ ნაწილში დარბაისელი თალაკვაძეს მაინიშნებს, საიდან უნდა აიღონ ძლიერმოქმედი ნარკოტიკული საშუალების "მორფის" დოზა ექიმებმა:
- ამათი მეთვალყურეობითაა აქ, ანუ ამათი დევს ამათთან.
- მორფი?
- ხო.
- აა, კაი, დაიცა ერთი წამი.
- აა, ანუ ამათი დევს ამათთან რო არ დაიკარგოს და ასე შემდეგ.
- კაი,კაი გავარკვევ.
ნარკოტიკის გაცემის წესი კი ასეთია. თუ პაციენტს ტკივილის გასაყუჩებლად ნარკოტიკული საშუალება "მორფინი" სჭირდება, ამ გადაწყვეტილებას ადგილზე ექიმი
იღებს, თუმცა დიმიტრი დარბაისელი "მორფინს" ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნიგან ითხოვს.
ცნობისთვის, ავთანდილ თალაკვაძე ეკატერინე ტიკარაძემ სისტემიდან რამდენიმე თვის წინ გაუშვა, თუმცა უფროსი თალაკვაძე ცოტა ხნის წინ, ისევ ქართულ ოცნებაში დააბრუნეს და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართეს.
"შაბათის ეთერი" სოფელ ლიხაურში ჩავიდა, სადაც ძმები თალაკვაძეები შეხვედრებს მართავდნენ, თუმცა ისინი იერიშზე გადმოვიდნენ და კითხვის დასმის საშუალება არ მისცეს ჟურნალისტებს.
ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს შეფი, პირდაპირ პრემიერს მინისტრს ექვემდებარება, ამიტომ შესაძლოა, ათასობით ადამიანს ღარიბაშვილის დავალებით ისე უსმენენ, რომ სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქმის კურსში არც არის.
მაკა ჩიხლაძის რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიება ნახეთ ქვემოთ მოცემულ სიუჟეტში: