"აჭარა თაიმსი": ხელვაჩაურის მერიაში ჩინოვნიკები თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ
„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, სოფელ ხელვაჩაურში მერის წარმომადგენელი, როსტომ თავდგირიძე, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. გამოცემა წერს, რომ შემთხვევა გვიან ღამით, ხელვაჩაურის მერიის შენობაში მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაპირისპირების მიზეზი თავდგირიძის შვილისა და მისი ნათესავების მიერ სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" მიმართ კრიტიკული პოზიციებს დაფიქსირება გახდა.
„აჭარა თაიმსის“ წერს, რომ სწორედ ამის გამო, თავდგირიძეს მათი გაჩუმების მოთხოვნით მიმართეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება და შემდეგ კი ძალადობა მოჰყვა.
მედია აღნიშნავს, რომ ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო მათ ეუბნება, რომ ფიზიკურ ანგარიშწორებაში მერიის მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ. გამოცემის თანახმად, ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც, რომელმაც თავდგირიძის განყოფილებაში გადაყვანა სცადა, თუმცა ის არ დათანხმდა. საბოლოოდ, პოლიციელებმა მისი გამოკითხვა სახლის პირობებში ჩაატარეს.
„ამ ეტაპზე არ მინდა ჟურნალისტებთან საუბარი. ვინც იძალადა, იმას მოვთხოვთ პასუხს. ახლა მეტის თქმა არ შემიძლია,“ – თქვა „აჭარა თაიმსის“ მიხედვით როსტომ თავდგირიძემ.
ხელვაჩაურის მერიაში ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოცემას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.