კობახიძე არ პასუხობს კითხვას - არის თუ არა მტერი რუსეთი?
"ქართული ოცნების" პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე თავს არიდებს ჟურნალისტების შეკითხვას - არის თუ არა ქვეყნის მტერი რუსეთი?
შეკითხვა კობახიძეს შინდისის გმირების მემორიალთან დაუსვეს.
კობახიძე იმეორებს რიტორიკას, რომ "2008 წელს ომი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო".
ირაკლი კობახიძე: "2008 წლის ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა. გაყალბებული გზით დარჩენილი პრეზიდენტის თანამდებობაზე და ამ გაყალბებული გზით დარცენილმა მოღალატემ, 2008 წელს შეასრულა დავალება და დაიწყო ომი".
ჟურნალისტი: რუსეთი არის თუ არა ქვეყნის მტერი?
ირაკლი კობახიძე: რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20%-ი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა და შესაბამისად მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანა"
ჟურნალისტი: აგრესორი და მტერი არის თუ არა რუსეთი?
ირაკლი კობახიძე: "რუსეთმა განახორციელა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, რა თქმა უნდა ვერანაირი ღალატი სააკაშვილის მხრიდან და "ნაცმოძრაობის" მხრიდან ვერ გაამართლებს და არ გაამართლებს იმ ოკუპაციას, რომელიც განხორციელდა რუსეთის მხრიდან"