კახა კალაძის პასუხი პოლიციის ძალით გამოსახლებულებს
თუ არ გაგაჩნიათ საცხოვრებელი, აიღეთ უსახლკაროების სტატუსი - ასეთი გამოსავალი შესთავაზა კახი კალაძემ თვალჭრელიძის ქუჩის საცხოვრისიდან გამოსახლებულ სოციალურად დაუცველებს. თბილისის მერი ამბობს, რომ სწორედ ამის შემდეგ ჩაერთვება საქმეში მერია და შესაძლოა ხალხს დროებითი საცხოვრებლებიც გამოუყონ.
თვალჭრელიძის ქუჩაზე ამ დრომდე მძიმე ვითარებაა. ხალხი ინვესტორის პასუხს ელოდება. 40-მდე შეჭირვებული ოჯახი თანახმაა, დროებით სხვაგან ქირით გადამივიდეს მაგრამ ინვესტორისგან პასუხი უკვე მეორე კვირაა, არ იმის.
„ადამიანს რეგიონში მიწის ნაკვეთები ჰქონდეს, საცხოვრებელი სახლიც ჰქონდეს, მაგრამ თბილისში უნდოდეს ცხოვრება, ამ მოტივით და მიზნით ვერავინ დააფინანსებს, მაგრამ ვინც სოციალურად დაუცველია და აქვს საცხოვრებლის პრობლემა, პირველ რიგში, უნდა მიიღოს უსახლკაროს სტატუსი, შემდეგ კი მუნიციპალიტეტი ყველა ასეთ ოჯახს დააკმაყოფილებს. ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
თვალჭრელიძის ქუჩის N1-ში მცხოვრები მოქალაქეების საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას კახა კალაძემ თქვა ისიც, რომ იმ მოქალაქეს, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული და აქვს საცხოვრებლის პრობლემა, მუნიციპალიტეტი ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს.
იმ მოქალაქეს, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული და აქვს ანალოგიური პრობლემა, მუნიციპალიტეტი ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს. ეს შეთავაზება გაკეთებული იყო ოჯახებზე, თუმცა ჩვენს შეთავაზებაზე მათი საკუთარი ხელით დაწერილი უარი გვაქვს. როდესაც გაქვს საცხოვრისის პრობლემა, მე - მუნიციპალიტეტი, სახელმწიფო, მოვდივარ შენთან და გეუბნები, რომ უზრუნველყოფილი იქნები საცხოვრისით, გაძლევ თანხას, რომ იქირაოთ საცხოვრებელი ბინები, თუმცა ამ ადამიანებმა უარი განაცხადეს. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზაობას, რომ ეს მოქალაქეები საცხოვრებლით დაკმაყოფილებული იყვნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები ძალადობრივი გზით 24 ივლისს გამოასახლეს.
იმავე ღამეს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 17 ადამიანი დააკავა.