საარჩევნო ომში ჩართული ჯარი - რა კავშირი აქვს თავდაცვის სამინისტროს "ძველებთან", რომლებიც ხალხს თავის მოჭრით ემუქრებოდნენ?!
საარჩევნო ომში ჩართული ჯარი - "ნოდარ მელაძის შაბათის" კიდევ ერთი რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიება.
თამთა დოლენჯაშვილის ხმაურიანი რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ თავდაცვის სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა, არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნა, არჩევნებზე მობილიზებულ ე.წ. ზონდერებს დამკვირვებლის სტატუსი მიანიჭა, რითაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერ "ძველებს" ამომრჩეველთა ნების კონტროლის შესაძლებლობა თავისუფლად მიეცათ.
ერთ-ერთი მათგანია რუსთაველი "დოღრიალა", იგივე გიორგი თაბუკაშვილი, რომელიც 2 ოქტომბერს თავის მოჭრით ემუქრებოდა მათ, ვინც ხმას "ქართულ ოცნებას" არ მისცემდა.
"შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ თაბუკაშვილი საარჩევნო უბანზე არასამთავრობო ორგანიზაციამ "ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისთვის" წარადგინა. სიუჟეტის მომზადებისას გაირკვა, რომ ზონდერ დაჯგუფებები, საარჩევნო უბნებზე თავდაცვის სამინსიტროს მოქმედმა თანამშრომელმა, თამარ ტარტაშვილმა ჩანერგა. ორგანიზაციას საარჩევნო უბანზე 1110 დამკვირვებელი ჰყავდა.
გავარკვიეთ ისიც, რომ ორგანიზაცია "ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიის" ხელმძღვანელად რეგისტრირებული, მარიამ მურახდანაშვილი, ტარტაშვილის რძალია. ის თავდაცვის თანამშრომელმა არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორად 2019 წელს ფიქტიურად დანიშნა, ამის შემდეგ კი ამ ორგანიზაციამ ასობით დამკვირვებელი არჩევნებზე წარადგინა.
თავდაცვის სამინსიტროს თანამშრომლის ძმა "შაბათის ეთერს" უდასტურებს რომ მის ცოლი რეალური დირექტორი არ არის და რუსთაველი "დოღრიალაც" და მისი სამეგობროც მისი დის მონაწილეობით შეარჩიეს. თამარ ტარტაშვილი "შაბათის ეთერის" კამერას გაექცა, დუმან იმ ნაწილშიც სადაც ქალი მუშაობს.