სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალი უფროსი ყავს

11.08.25 16:55
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალი უფროსი ყავს

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად გიორგი მურვანიძე დაინიშნა - შესაბამისი ბრძანება ირაკლი კობახიძემ გამოსცა. 

გიორგი მურვანიძე ამ დრომდე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას იკავებდა.  

ის პროფესიით სამართალმცოდნეა, მინიჭებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი.

დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.

ოფიციალური ინფორმაციით, წლების განმავლობაში მუშაობდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე.

 

მსგავსი სიახლეები