ეკა ბესელია კობახიძეს პასუხობს: "საკუთარ თავს გასცემს"
ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაჟღერებულ ბრალდებას პოლიტიკოსი, ეკა ბესელია ეხმიანება და აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებებით ის საკუთარ თავს გასცემს, "ვინ არის რეალურად ჩანერგილი "ქართულ ოცნებაში".
ეკა ბესელიას თქმით, ირაკლი კობახიძის გადასახედიდან, "ვინც ევროპულ მომავალს იცავს, ყველა არის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი".
თავის დროზე როდესაც გადაწყვეტილება იყო მიღებული, ვინ უნდა ყოფილიყო კანდიდატი "ქართული ოცნების" სახელით, აი ამ ჯგუფისთვის, კობახიძის ჯგუფისთვის ეს იყო მაშინაც მიუღებელი. მე შემიძლია გავიხსენო. მათ ჰყავდათ თავისი კანდიდატები თავისი ვერსიები.
საკუთარ თავს გასცემს, ვინ არის რეალურად ჩანერგილი "ქართულ ოცნებაში", ვინ მოიყვანეს თავის დროზე გარკვეული დავალების შემსრულებლად, ეს მან თქვა, რომ არის თავად.
კობახიძის გადასახედიდან ყველა, ვინც ევროპულ მომავალს იცავს, ყველა არის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი. ლეგენდა ხომ ამაზეა აწყობილი," - ამბობს ეკა ბესელია.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ყოფილი თანაგუნდელები "დიფ სთეითის" მიერ ჩანერგილებად" გამოაცხადა - "ქართული ოცნების" პრემიერმინისტრის თქმით, საქმე ეხება 10 დეპუტატს, რომლებიც 2018 წელს მმართველ პარტიას წარმოადგენდნენ. ეს განცხადება კობახიძემ შინდისის გმირების მემორიალთან გააკეთა.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში გიორგი გახარიას არ გულისხმობს, თუმცა არც იმ პოლიტიკოსების გვარები დაუსახელებია, ვინც აგენტობაში დაადანაშაულა.