უმძიმესი ბრალდებები შინდისიდან - კობახიძე ომის დაწყებას ისევ საქართველოს ხელისუფლებას აბრალებს

11.08.25 20:11
უმძიმესი ბრალდებები შინდისიდან - კობახიძე ომის დაწყებას ისევ საქართველოს ხელისუფლებას აბრალებს

ბრალდებები ამჯერად უკვე შინდისიდან - იქ, სადაც მთელი დღეა რუსებთან უთანასწორო ბრძოლაში სამშობლოსთვის თავშეწირულ 17 სამხედროს გლოვობდნენ, კობახიძემ ჩვენება ისევ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მისცა. ივანიშვილის პრემიერს უხერხულობა არ შექმნია, როცა შინდისის გმირების მემორიალთან იდგა და საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა. სააკაშვილის ბრალეულობაზე ბევრი ილაპარაკა, თუმცა არაერთი ჩაკითხვის მიუხედავად ვერ გასცა პასუხი კითხვას - არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი.

ივანიშვილის პრემიერის ბრალდებები შინდისში ივანიშვილის პრეზიდენტმაც გაიმეორა. მიხეილ ყაველაშვილი ეცადა ყველაფერი სააკაშვილის პასუხისმგებლობად წარმოეჩინა, რუსეთის ბრალეულობაზე კი ბევრი არ უსაუბრია. "ქართული ოცნების" პრეზიდენტის ნათქვამი ერთი-ერთში აიტაცა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემაც.

"ქართული ოცნება", საქართველოს უახლესი ისტორიის ამ ტრაგიკულ დღეებში, უმძიმეს ბრალდებებს ყოველდღიურად იმეორებს, თან ამტკიცებენ, რომ ომი არა საქართველომ, არამედ ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა - მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. რაც გენერალი გიგი კალანდაძის განმარტებით, საერთაშორისო სამართალში პირდაპირ ნიშნავს ქვეყნის წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებას. 

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები