ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი - ბიზნესმენმა მთავარი საგამოძიებო უწყება საქმის შეკერვაში ამხილა

11.08.25 20:26
ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი - ბიზნესმენმა მთავარი საგამოძიებო უწყება საქმის შეკერვაში ამხილა

გიორგი ბაჩიაშვილმა დღეს ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყება საქმის შეკერვაში ამხილა. ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი, რომელიც 11 წლით ციხეში მხოლოდ "ოცნების" დამფუძნებლის მონაყოლით გაუშვეს, პროკურატურას ფულის გამოძალვის და მტკიცებულებების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს. 2 წლის მანძილზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამოძიებამ ბიძინა ივანიშვილის რამდენჯერმე შეცვლილი ჩვენების გარდა ვერაფერი მოიპოვა, თუმცა  ბაჩიაშვილი ისევ განსასჯელის სკამზეა და ამჯერად უკვე სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია.

გიორგი ბაჩიაშვილმა დღეს მოსამართლეთა კოლეგიას მოუყვა, რომ ივანიშვილმა ციხეში გამოკეტვა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე თვეებით ადრე დაუანონსა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილი მილიონობით დოლარის სანაცვლოდ თავისუფლებას დაპირდა - როცა ფული ვერ მიიღო საქალაქო სასამართლომ მთელი წლით გაყინულ საქმეზე დაჩქარებულ რეჟიმში სხდომები ჩანიშნა და გამამტყუნებელი განაჩენიც გამოაცხადა.

გიორგი ბაჩიაშვილს მრავალწლიანი პატიმრობა ბიტკოინების მითვისების და ფულის გათეთრების ბრალდებით მიუსაჯეს, თუმცა ირკვევა, რომ სახელმწიფო ბრალდებამ ვერც სადაო 9 ათასი ბიტკოინის რეალური მფლობელის ვინაობა დაადგინა უტყუარად და ვერც გათეთრების ფაქტი დაადასტურა. შეკერილი საქმის აბსურდულობაზე დღეს დასკვნით სიტყვაში გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა ისაუბრა.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები