საქართველო ისტორიული შეთანხმების მიღმა - რა იცვლება პოლიტიკურ და სატრანზიტო ველზე

11.08.25 20:59
საქართველო ისტორიული შეთანხმების მიღმა - რა იცვლება პოლიტიკურ და სატრანზიტო ველზე

როგორ დარჩა საქართველო ისტორიული შეთანხმების მიღმა?! - ქვეყანა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ერთ დროს შტატების მთავარ მოკავშირედ ითვლებოდა, ახლა შორიდან ადევნებდა თვალს დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით შემდგარ სამშვიდობო შეთანხმებას. სომხეთ-აზერბაიჯანის დასავლურ დღის წესრიგში წამოწევა და საქართველოს გაქრობა აშკარაა, მაგრამ "ქართული ოცნების" ლიდერებს ურჩევნიათ ეს საკითხი მილოცვების სერიით გადაფარონ.

კობახიძე ამტკიცებს, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველო ცენტრალურ ფიგურად რჩება. რეალურად მოცემულობა ასეთია, საქართველო შეთანხმების პროცესში არსად ჩანდა, არც შუამავლად, არც ისტორიული დღის მონაწილედ. სამხრეთ კავკასიაში ჩნდება აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფანი. ამერიკა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტის განვითარებას იწყებს, ეს ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით უდიდესი ნაბიჯი იქნება. საქართველო ისევ არსად ჩანს.

სამშვიდობო შეთანხმება რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხია - საქართველოს შეეძლო სწორი პოლიტიკის შემთხვევაში მისი როლი ჰქონოდა პროცესში. ექსპერტები ფიქრობენ, რომ შანსის გამოყენების ნაცვლად, "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანას გეოპოლიტიკური კატასტროფა მოუწყო და საქართველო სატრანზიტო ფუნქციის დაკარგვის წინაშე დგას.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები