კალაძე ავარიულ სახლებზე: არასდროს გამოვიყვანთ ადამიანებს იძულებით
ავარიული სახლების ჩანაცვლების დროს, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის არქონის შემთხვევაში, მიდგომა არ შეიცვლება - განცხადება ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნაკლისტებთან გააკეთა.
„არასდროს გამოვიყვანთ იძულებით ადამიანებს საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მათია“ - თქვვა კალაძემ.
„მიდგომა არ და ვერ შეიცვლება, რადგან საკუთრების უფლებას განსაზღვრავს კანონი. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ვიღაც ძალით გამოვიყვანოთ თავისი სახლიდან და საცხოვრებელი ფართი დავუნგრიოთ. ამ საკითხზე იყო გარკვეული სპეკულაციები და მაგალითად მოჰყავდათ კერძო საკუთრებაში შეჭრილი ადამიანების გამოყვანა ან სახელმწიფო მიწებზე უკანონოდ აშენებული სახლების დემონტაჟი. ეს აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა.
არასდროს გაგვიკეთებია და არ გავაკეთებთ, რომ ადამიანები საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მათია, იძულებით გამოვიყვანოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მოქმედმა მერმა.