"ძველი ბიჭები" არჩევნების დამკვირვებლებად - ოპოზიცია გამოძიებას ითხოვს
ტვ პირველის შაბათის ეთერში გასულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც ხელისუფლების მოკავშირე არასამთავრობოებსა და დამკვირვებლებად გაშვებულ "ძველ ბიჭებს" ეხებოდა, ოპოზიციაში ეხმაურებიან და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავას შეფასებით მსგავსი მეთოდების გამოყენება არჩევნების მოსაგებად ავტორიტარული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი.
"ფეიქ" არასმათავრობოების, ე.წ. გონგოების შექმნა არის ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი პრაქტიკა. სახელმწიფო უწყებების პირდაპირი ჩარევით ასეთი ორგანიზაციები, რომელთა ფინანსური წყაროები გასაჯაროებული არ არის და ამიტომ ისინი პირდაპირ არიან მოხსენიებული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში და ამან კიდევ ერთი საფუძველი მისცა ჩვენ საერთასორისო პარტნიორებს, რომ ხელისუფლება სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს არ ატარებდა", - ამბობს თინა ბოკუჩავა.
ფრაქცია "ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი ფაქტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
ვიცით, რომ "ოცნება" როგორც ყველა არჩევნებზე, ამ არჩევნებზეც იყენებდა დაშინების და ზეწოლის მეთოდს, როგორც ჩანს ამ მიზნით ჰყავს ყალბი დამკვირვებლები და ფორმალურიად არსებული ორგანიზაციის ფარგლებში.
შესაბამისად, ნორმალურ ქვეყანაში, ცხადია, ამაზე ჩატარდებოდა გამოძიება, როცა დამკვირვებლის უფლებამოსილების მქონე პირი არაადეკვატურად იქცევა, გაძევებულ უნდა იქნას უბნიდან და შემდენ შესწავლილი უნდა იქნას ეს ორგანიზაცია, რომელმაც მიავლინა დაკვირვებისთვის", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
თავდაცვის სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა, არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნა, არჩევნებზე მობილიზებულ ე.წ. ზონდერებს დამკვირვებლის სტატუსი მიანიჭა, რითაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერ "ძველებს" ამომრჩეველთა ნების კონტროლის შესაძლებლობა თავისუფლად მიეცათ.
ერთ-ერთი მათგანია რუსთაველი "დოღრიალა", იგივე გიორგი თაბუკაშვილი, რომელიც 2 ოქტომბერს თავის მოჭრით ემუქრებოდა მათ, ვინც ხმას "ქართულ ოცნებას" არ მისცემდა.
"შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ თაბუკაშვილი საარჩევნო უბანზე არასამთავრობო ორგანიზაციამ "ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისთვის" წარადგინა. სიუჟეტის მომზადებისას გაირკვა, რომ ზონდერ დაჯგუფებები, საარჩევნო უბნებზე თავდაცვის სამინსიტროს მოქმედმა თანამშრომელმა, თამარ ტარტაშვილმა ჩანერგა. ორგანიზაციას საარჩევნო უბანზე 1110 დამკვირვებელი ჰყავდა.