ისანში ხმებს თავიდან არ გადაითვლიან - სასამართლომ "ევროპული საქარველოს" მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ისანში ხმებს არ გადაითვლიან - სასამართლომ "ევროპული საქარველოს" მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო, რომლის მიხედვითაც, უბანი არ არ გაიხსნება.
საუბარი იყო მე-16 და 26-ე საარჩევნო უბნებზე, სადაც ქომებში ბალანსი სწორად არ დაჯდა.
სასამართლოს "ევროპული საქართველოს" წევრმა ბესიკ დონაძემ მიმართა.
როგორც ყოველთვის, სასამართლომ ოპოზიციის, "ევროპული საქართველოს" საჩივარი არ დააკმაყოფილა, უბანი არ გახსნა. ეს უკვე დადასტურებულია, რომ საუბნო საარჩევნო კომისია რასაც დაწერს შედეგს, იცის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რომ საჩივარს არავის დაუკმაყოფილებს, უბანი არ გაიხსნება", - ამბობს ბესიკ დონაძე.