მაღალჩინოსანი, რომელიც ჩინეთში “ოცნების“ დელეგაციებს მასპინძლობდა, დააკავეს
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი რანგის დიპლომატი ლიუ ძინჩაო, რომელიც ჩინეთში “ოცნების“ დელეგაციებს მასპინძლობდა, დააკავეს.
მან “ქართული ოცნების“ დელეგაციის ბოლო ორ ვიზიტს - 2024 და 2025 წლებში უმასპინძლა.
ძინჩაო ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CCP) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.
ინფორმაცია ლიუ ძინჩაოს სავარაუდო დაკავების შესახებ თავდაპირველად წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ამერიკულმა გამოცემა Wall Street Journal-მა.
„როიტერსმა“-ის ცნობით კი, ლიუ 2025 წლის ივლისის ბოლოს, საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტიდან პეკინში დაბრუნების შემდეგ დააკავეს. გაჩხრიკეს მისი სახლიც.