ბაჩიაშვილის დაკავებაში რუსული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ, “ფარჩაკი“ ოხანაშვილი რისი დამკავებელია- ელისაშვილი
დარწმუნებული ვარ, ბაჩიაშვილის დაკავებაში რუსული სპეცსამსახურები მონაწილეობდნე, თორე ეს “ფარჩაკი“ ოხანაშვილი რისი დამკავებელია, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ანა წერეთლის “დღის ამბებში“ განაცხადა.
ელისაშვილი ამბობს, რომ “ბიძინა ივანიშვილის თხოვნა იყო, რუსული სპეცსამსაახურებისადმი და მათ ეს ვალი ივანიშვილს დაადეს“.
მისი თქმით, დროის შემდეგ, როდესაც მთავრობა შეიცვლება, ეს ყველაფერი გამოაშკარავდება და დადასტურდება.
დარწმუნებული ვარ, ბაჩიაშვილის დაკავებაში რუსული სპეცამსახურები მონაწილეობდნე, თორე ეს “ფარჩაკი“ ოხანაშვილი რისი დამკავებელია. ხო ხედავ, იმაზეც ვერ შეთანხმდნენ, რა თქვან, სადახლოს მწვანე ზოლში მოძრაობდა თუ აბუდაბიდან ჩამოიყვანეს, ამაზე ვერ თანხმდებიან, ისეთი ფარჩაკები არიან და ესენი რისი დამკავებლები იყვნენ იქ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, გავა დრო, აი, ამათ რომ გადავაგდებთ და ბევრი სიმყრალე ამოვარდება, იქ ვნახავთ, რომ რუსული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ ბაჩიაშვილის იქ, არაბულ ქვეყანაში იზოლირებაში, რომ იქიდან ვერ გაეღწია და შემდეგ დაპატიმრებაში. ტექნიკურად ჩავიდნენ ისინი და ჩამოიყვანეს. დანარჩენი, ბიძინა ივანიშვილის თხოვნა იყო, რუსული სპეცსამსაახურებისადმი და მათ ეს ვალი ივანიშვილს დაადეს, -განაცხადა ელისაშვილმა.