სახ.დეპი "ტიტუშკების" ჟურნალისტებზე თავდასხმაზე და მოძალადეების პოლიციასთან კოორდინაციაზე საუბრობს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას ეხება, 22 გვვერდი მხოლოდ საქართველოს დაეთმო.
დოკუმენტში დიდი ნაწილი უჭირავს მედიის თავისუფლების ნაწილს, სადაც პირდაპირ წერია, რომ "ქართულმა ოცნებამ" არ დასაჯა მოძალადეები, რომლებმაც პრო ევროპულ აქციებზე ჟურნალისტები და დემონსტრანტები სასტიკად სცემეს.
ხაზია გასმული მოძალადეების კოორდინაციაზე ხელისუფლებასთან.
სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის ანგარიშში შეიტანა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმა.
7 დეკემბერს, 30-ზე მეტმა „ტიტუშკა“ (უცნობი თავდამსხმელები, რომლებიც, როგორც წესი, მთლიანად შავებში იყვნენ ჩაცმულები და სახეები დაფარული ჰქონდათ) ფიზიკურად დაესხა თავს მომიტინგეებს, შემდეგ კი „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს, რომლებიც მათ ვიდეოებს იღებდნენ. ჩიხლაძისა და შეწირულის ცემის შემდეგ, მათ შეწირულის ყველა ნივთი წაართვეს. ჩიხლაძისა და თვითმხილველების თქმით, ახლოს მდგომმა საპატრულო პოლიციამ არც რეაგირება მოახდინა და არც ჩარევა მოახდინა თავდასხმის შესაჩერებლად.
civil.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც, სავარაუდოდ, ჟურნალისტებზე „ტიტუშკების“ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული, პოლიციასა და თავდამსხმელებს შორის კოორდინაციის ნიშნები ჩანდა.
სოციალურ მედიაში ასევე დოკუმენტირებული იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა საპატრულო პოლიცია არ ჩაერია, როდესაც სავარაუდო ტიტუშკები მედიასა და დემონსტრანტებს თავს ესხმოდნენ, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ისინი თითქოს თავადვე აძლევდნენ მიმართულებას ან თანამშრომლობდნენ ტიტუშკებთან“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.