პასუხი კალაძეს - "ძლიერი საქართველო" თბილისელებს ავარიული სახლების რეაბილიტაციისთვის მილიარდიანი ფონდის შექმნას ჰპირდება

13.08.25 14:12
პასუხი კალაძეს - "ძლიერი საქართველო" თბილისელებს ავარიული სახლების რეაბილიტაციისთვის მილიარდიანი ფონდის შექმნას ჰპირდება

"ძლიერი საქართველოს" პასუხი კახა კალაძეს - კოალიცია თბილისელებს ავარიული სახლების რეაბილიტაციისთვის მილიარდიანი ფონდის შექმნას ჰპირდება. ამის შესახებ თაბუკაშვილის ქუჩაზე გამართულ ბრიფინგზე ნიკა ჩერქეზიშვილმა განაცხადა. 

  • ცნობისთვის, კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ თუ ავარიული სახლების მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა არ აქვს, თბილისის მერია ჩანცვლების პროგრამას ვერ ახორციელებს.

ჩერქეზიშვილის თქმით, მერიამ 2025 წელს, ავარიული სახლების გამაგრებისთვის მხოლოდ 10 მილიონი ლარი გამოყო, რაც საკმარისი არ არის, "ლელო-ძლიერი საქართველო" კი აპირებს, რომ ეს თანხა წელიწადში 25-ჯერ გაზარდოს, რაც 4 წელიწადში მილიარდიან ფონდს შექმნის. 

გუშინ კახა კალაძემ, რომელსაც მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ არჩევნების წინ ახსენდება თბილისელების უსაფრთხოება, იმ ადამიანების უსაფრთხოება, რომლებიც წლების განმავლობაში მცირეწლოვან შვილებსა და ხანდაზმულ მშობლებთან ცხოვრობენ სიცოცხლის მოსპობის რისკის ქვეშ, განაცხადა, რომ თუ ავარიული სახლების მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა არ აქვს, თბილისის მერია ჩანცვლების პროგრამას ვერ ახორციელებს.

ჩვენ ახლა ვიმყოფებით თაბუკავშილის 8 ნომრის მიმდებარედ. ამ სახლის მაცხოვრებლებმა უკვე მეორე წელია, რაც განაცხადეს 100%-იანი თანხმობა, მაგრამ დღემდე ქირით არიან გაყვანილები. 14 ოჯახი 12 წელია მოწყვეტილია საკუთარ საყრდენს, სახლს. ეს ხალხი წვალობს, ეწამება, მაგრამ კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს ამ დრომდე და არც არანაირი პერსპექტივა არ ჩანს, რომ ეს ხალხი იქნება უზრუნველყოფილი.

კახა კალაძეც ამ შემთხვევაში ეცდება მოიხსნას პასუხისმგებლობა და თავი დაიძრინოს, მაგრამ ჩვენ, კოალიცია "ლელო- ძლიერი საქართველო" არ ვაპირებთ ვიყოთ, ამ უდიდესი პრობლემის ნაწილი. ჩვენ ვაპირებთ ვიყოთ ამ პრობლემის გადაწყვეტის, გამოსავლის მოძიების ნაწილი და თბილისელებს "ლელო- ძლიერი საქართველო" სთავაზობს მილიარდიანი ფონდის შექმნას. 

თვენ იცით, რომ 2025 წელს, კახა კალაძემ და თბილისის მერიამ ავარიული სახლებისი გამაგრებისთვის მხოლოდ 10 მილიონი ლარი გამოყო. ეს პროპორციულად რომ გავყოთ იმ ათიათას შენობაზე, რომელიც საჭიროებს გამაგრებას, ერთ შენობაზე ადახლოებით 1000 ლარი გამოდის, რაც ბუნებრივია ამ თანხად ვერანაირი გამაგრება ვერ მოხდებად ა ეს მეტყველებს იმაზე, რომ თბილისის მერიისთვის, კახა კალაძისთვის თბილისელების დაცულობა არ არის  პრიორიტეტი. 

ჩვენ წელიწადში, ამ 10 მილიონ ლარს ვუპირისპირებთ 250 მილიონ ლარს, რადგან ადამიანის სიცოცხლეზე, უსაფრთხოებასა და დაცულობაზე ძვირფასი ვერაფერი ვერ იქნება", - განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.  

მსგავსი სიახლეები