"ტიტუშკებთან არავითარი შეხება არ გვაქვს" - "ოცნებაში" სახ დეპის ანგარის "არაობიექტური" უწოდეს

13.08.25 15:32
"ტიტუშკებთან არავითარი შეხება არ გვაქვს" -  "ოცნებაში" სახ დეპის ანგარის "არაობიექტური" უწოდეს

 

 

"ქართულ ოცნებაში" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უმწვავეს ანგარიშზე პირველი კოემნტარი გაკეთდა.

"არანაირი კავშირი არანაირ ტიტუშკებთან სახელმწიფოს არ აქვს" - ამტკიცებს თემის კომენტირებისას გია ვოლსკი და სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, რომელსაც ხელი მარკო რუბიომ მოაწერა, "არაობიექტური" უწოდებს. 

არანაირი კავშირი არანაირ ტიტუშკებთან სახელმწიფოს არ აქვს, ვერც ექნება და ყველა ნაბიჯი, რომელიც არის გადადგმული ზუსტად შესაბამისობაშია და გაცილებით უფრო რბილია იმასთან შედარებით, რაც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ 2025 წლიდან განაცხადა. ასე რომ ამ მოხსენებას მე ვერ დავარქმევდი ობიექტურს. 

პოლიცია თავს იცავს, პოლიცია სახელმწიფოს იცავს და არანაირი მოქმედებები არასდროს პოლიციას არ ჩაუტარებია ისეთი, თუ ამის პროვოცირება არ იყო საკმაოდ აგრესიული გზით. 

საერთოდ აშშ არ უნდა აქვეყნებდეს ამ ანალოგიურ ანგარიშებს, საკმაოდ სერიოზული პრეტენზიები აქვთ ყველა ქვეყნის მიმართ," - განაცხადა გია ვოლსკმა. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ 2024 წლის ანგარიშში გამოაქვეყნა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ადამიანის უფლებათა სფეროში მნიშვნელოვან პრობლემებზე მიუთითებს სანდო ცნობები წამების ან სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, თვითნებური დაპატიმრებების ან დაკავებების და გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების შესახებ. მათ შორისაა მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და ძალადობით დამუქრება, ჟურნალისტების დაუსაბუთებელი დაპატიმრება და სისხლისსამართლებრივი დევნა და ე.წ. გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების შემაძრწუნებელი გავლენა.

მსგავსი სიახლეები