"სინათლე არ უნდა ჩაქრეს!" - დამოუკიდებელი ონლაინ მედიის მხარდამჭერი კამპანია დაიწყო
22-მა დამოუკიდებელმა ონალინ მედიამ, რომელიც თითქმის ერთი საათის განმავლობაში გათიშული იყო, მუშაობა განაახლა.
გაირკვა, რომ ეს გამაფრთხილებელი აქცია იყო - "სინათლე არ უნდა ჩაქრეს" - ეს არის მათი მთავარი სათქმელი.
მედიაგამოცემებმა ონლაინ მედიის მხარდამჭერი კამპანია დაიწყეს: კამპანიის ფარგლებში შექმნა ვებ-საიტი, სადაც მსურველებს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების დასახმარებლად დონაციის განხორციელება შეუძლიათ:
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება. სწორედ ამ რეალური საფრთხის საჩვენებლად, 22 მედიის ვებგვერდი დროებით გაითიშა. სიმბოლური გათიშვა წინ უძღოდა კამპანიას „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.
ამ მიზნით შეიქმნაერთიანი პლატფორმა, საიდანაც შესაძლებელია 22 მედიის მხარდაჭერა ერთ ანგარიშზე ჩარიცხვით.
კამპანია სვამს კითხვას: რა ხდება, როცა სინათლე ქრება? - როცა თავისუფალი ხმა წყდება დასაზოგადოება მიუკერძოებელ ინფორმაციას ვეღარიღებს. სინათლესთან ჩაქრობასთან ერთად ქრება სიმართლეც. კამპანიის მიზანია, მკითხველს დაანახოს:
• დამოუკიდებელი ონლაინმედიების ერთობა,
• რეპრესიების ფონზე მათი გაქრობის რეალური საფრთხე
• და მკითხველის როლი სინათლის შენარჩუნებაში.
კამპანიის ოფიციალური ვებგვერდი: (https://sinatle.media/)https://sinatle.media/
ანგარიშის ნომრები:
# GE76TB7548536080100013 # GE06BG0000000609779465" - წერია ვებ-გვერდზე, რომელსაც ონლაინ მედიები ავრცელებენ.