აქციაზე სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემი ზვიად მაისაშვილი დაზარალებულად 8 თვის შემდეგ ცნეს

13.08.25 16:31
აქციაზე სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემი ზვიად მაისაშვილი დაზარალებულად  8 თვის შემდეგ ცნეს

 

 

სპეცრაზმის მიერ ნაცემ სამოქალაქო აქტივისტი ზვიად მაისაშვილს დაზარალებულის სტატუსი 8 თვის შემდეგ მიანიჭეს.

მისი თქმით, მოძალადეებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ დაცულები იქნებოდნენ, მათი ვინაობა არ გამოვლინდებოდა, ამიტომ იქცეოდნენ ასე არაადამიანურად: 

"პირველ რიგში ძალოვან სტრუქტურებს იყენებენ, რომ დარჩნენ ხელისუფლებაში. სწორედ ამიტომ ამ ადამიანების დასჯა არ აწყობთ. მოძალადეებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ დაცულები იქნებოდნენ, მათი ვინაობა არ გამოვლინდებოდა, ამიტომ იქცეოდნენ ასე არაადამიანურად". - უთხრა TV პირველს მაისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები