გია ვოლსკი: ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ
ევროპა ამბობს, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის ზღვარზეა, "ოცნებაში" კი ამტკიცებენ, რომ ყველა მონაცემით, კანდიდატ ქვეყნებზე და ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანაზეც წინ ვართ.
დღეს გია ვოლსკი მედიასთან ირწმუნებოდა, რომ "ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა.
ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას არ დაკარგავს. "თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას?"- ეს არის არასწორად დასმული შეკითხვა. ხელისუფლება პასუხისმგებელია ყველაფერზე და ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი...
ახლა რეიტინგებს ამოგიტან, ჩავალ, დამავიწყდა... ჩვენ ვერ გავაუქმებთ ვერანაირად ლგბტ პროპაგანდისგან ჩვენი ოჯახების დაცვის შესახებ მიღებულ კანონს.
არ არსებობს არცერთი მაჩვენებელი, რომლითაც არ ვუსწრებდეთ ყველა კანდიდატ ქვეყანას, მათ შორის იმ ქვეყნებს, რომლებსაც მოლაპარაკების პროცესი აქვთ გახსნილი ევროკავშირთან და ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას", - აცხადებს გია ვოლსკი.
"ოცნებას" ევროკავშირმა დრო ზაფხულის ბოლომდე მისცა - თუ ქვეყანაში არ იქნება დემოკრატიული ცვლილებები, საქართველო დაკარგავს ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს, ვიზალიბერალიზაციას.