უკრაინის ტრაგედიაზე აგებული საარჩევნო კამპანია - "ოცნება" ომით დაშინების პროპაგანდას აგრძელებს

13.08.25 20:30
უკრაინის ტრაგედიაზე აგებული საარჩევნო კამპანია - "ოცნება" ომით დაშინების პროპაგანდას აგრძელებს

ახალი საარჩევნო კამპანია "ქართულმა ოცნებამ" უკვე დატესტილი პროპაგანდით დაიწყო. ეს კლიპი "ოცნების" გვერდზე დღეს დილით გამოქვეყნდა. ივანიშვილის პარტია ისევ ომის ინსტუმენტალიზებას მიმართავს და ამომრჩეველს ამჯერადაც მშვიდობის გარანტორის როლში ევლინება. უკრაინის ომის შავთეთრი კადრებით და თბილისის ცარიელი ქუჩების ჩვენებით, ივანიშვილს პარტია ომის შიშით მანიპულირებს, თუმცა კლიპში ყურადღებას იქცევს შადრევნის კადრი, რომლის საზეიმო გახსნას 3 წლის წინ 13 წლის მოზარდი ემსხვერპლა. ამ შადრევანში ბავშვებს ბურთი ჩაუვარდათ, მისი ამოღების მცდელობისას სამ მათგანს დენმა დაარტყა. ეს კადრი "ოცნებამ" მშვიდობის დემონსტრირებისთვის გამოიყენა. 

არ არის გამორიცხული კლიპს ბანერებიც მოჰყვეს და თბილისის ქუჩებმა კახა კალაძის პლაკატებიც გადაფაროს. ასე მოხდა გასულ წელსაც. კომუნიკაციის სპეციალისტებისთვის ცხადია, რომ ამ საარჩევნო ბანერების ადრესატები "ოცნების" ამომრჩევლები არიან, რომლებსაც ივანიშვილის გუნდი ეუბნება, რომ მის გარეშე მშვიდობა არ იქნება. თუმცა იქნება თუ არა მშვიდობა პარტნიორების გარეშე - ოპოზიციისთვის სამეზობლოში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს საგარეო პოლიტიკა "ოცნების" პროპაგანდის მხილებისთვის საკმარისი არგუმენტია. 

რატომ აირჩია ეს სტრატეგია ოცნებამ ახლა - მუნიციპალური არჩევნების წინ. არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა ივანიშვილის პარტიის გათვლა ადგილობირივ არჩევნებისთვის მნიშვნელობის გაზრდა იყოს. სპეციალისტები ამბობენ, რომ მიუხედავად იდენტური პროპაგანდისა, წლევანდელი კამპანიის მიზანი შარშანდელისგან განსხვავდება და "ოცნება" ამჯერად საკუთარ გუნდში არსებული პრობლემების გადაფარვას ცდილობს. ასევე ცხადია, რომ დაპირებულ მშვიდობას ქვეყანაში მშვიდობიანი პერიოდი არ მოჰყოლია და 26 ოქტომბრის შემდეგ კრიზისი კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა. 

დეტალები ნახეთ რუსუდან დუმბაძის ჩართვაში

მსგავსი სიახლეები