ფაქტს შევისწავლით ცოტა მეტი ყურადღებით - თორნიკე რიჟვაძე ბათუმში დაზიანებულ სახლებზე

10.10.21 15:06
ფაქტს შევისწავლით ცოტა  მეტი ყურადღებით - თორნიკე რიჟვაძე ბათუმში დაზიანებულ სახლებზე

აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მთავრობა მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ავარიული სახლების და უკანონო მშენებლობების ფაქტებს "ცოტა მეტი ყურადღებით" შეისწავლის.

ყველა, ვისი პასუხისმგებლობაც არის, რა თქმა უნდა დაეკისრება, უნდა დაელოდოთ გამოძიების შედეგებს და არ შეიძლება იმ გარემოებებით საუბარი, რაც არ არის ჯერ საქმეში წარმოდგენილი.

კონკრეტულ ფაქტს შევისწავლით ცოტა  მეტი ყურადღებით. აქ იყო თვითნებური სამუშაოები და ამიტომაც დადგა პასუხისმგებლობა. ზოგადად ბათუმშიც და ბევრ დიდ ქალაქში ავარიული სახლების პრობლემა გვაქვს ყველას და ეს არის ათწლეულების განმავლობაში   დაგროვილი პრობლემა და ვმუშაობთ რომ ეს პრობლემები გადაიჭრას", - ამბობს თორნიკე რიჟვაძე.

მსგავსი სიახლეები