ტრამპმა პუტინს შესაძლოა ალასკის ბუნებრივ რესურსებზე წვდომა შესთავაზოს - The Telegraph
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შესაძლოა, ალასკის იშვიათ მიწათა მინერალების ათვისებაზე წვდომა შესთავაზოს - ამის შესახებ The Telegraph-ი წერს.
ინფორმირებული წყაროები ბრიტანულ გამოცემას უყვებიან, რომ ამ შეთავაზებამ შესაძლოა, ბიძგი მისცეს უკრაინაში ომის შეწყვეტას.
The Telegraph-ი ასევე წერს, რომ ტრამპმა პუტინს შესაძლოა, შესთავაზოს რუსეთის საავიაციო სფეროსთვის დაწესებული სანქციების გაუქმებაც, რაც მომგებიანი იქნება ამერიკული წარმოებისთვისაც. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სექტორსაც და რუსეთის ავიაკომპანიების ამერიკული წარმოების თვითმფრინავები Boeing-ი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილებისა და ტექნიკური მომსახურების გარეშე დარჩნენ.
გაირკვა ისიც, რომ აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი იკვლევს, რა ეკონომიკური კომპრომისებია შესაძლებელი რუსეთთან, რათა დაჩქარდეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა.