ივანიშვილი, კრემლის ნარატივით, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მიზანმიმართულად აზიანებს - ირაკლი ფავლენიშვილი

14.08.25 12:46
ივანიშვილი, კრემლის ნარატივით, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მიზანმიმართულად აზიანებს  - ირაკლი ფავლენიშვილი

ივანიშვილი, კრემლის ნარატივით, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მიზანმიმართულად აზიანებს.­ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რეჟიმი საქართველოს მტრობს, -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. 

რითაც არაღიარების პოლიტიკის შესაძლო შესუსტებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი უკვე წავიდა ამ ნაბიჯზე, რის გამოც აუცილებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცვლილება.

„ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, როდესაც საკუთარ მხარეს, საქართველოს ადანაშაულებ საომარი მოქმედებების დაწყებაში, მათ შორის იმეორებ იმ ნარატივს, რომელიც აქვს კრემლს, რა თქმა უნდა, როგორც მინიმუმ, აძლევ პოლიტიკურ ასპარეზზე კრემლს მეტ სასაუბროს და უფრო მეტ ბერკეტს. გაეროს ტრიბუნაზე რუსებმა უკვე აქტიურად დაიწყეს ამ არგუმენტის გამოყენება. ზოგადად, რა თქმა უნდა, ამ პრობლემის გარდა, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს რეჟიმი ვნებს და სპეციალურად მტრობს საქართველოს სუვერენიტეტს და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომ, იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი, ჰააგაში და სტრასბურგში მიღწეული გამარჯვება შევინარჩუნოთ, აუცილებელია ამ სისტემის დემონტაჟი“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები