ანა წითლიძე ვახუშტი მენაბდეს: მამის და ძმის ბიზნესებზე გუშინ გაგიგია, დედაზე რა ხდება?
[ვახუშტი მენაბდის] დედა, მარინე თოფურია ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ხელმძღვანელია ევროკავშირის დაფინანსებით და ასევე, საბიუჯეტო დაფინანსებით ოცნებისგან" - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვახუშტი მენაბდის მიერ დღეს გაკეთებული კიდევ ერთი განმარტების შემდეგ ანა წითლიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ 2024 წლის, რუსული კანონის შემდეგ, ხახუშტი მენაბდის დედამ "ქართული ოცნებისგან" დაფინანსება მიიღო.
“მოდი ასე დავიწყოთ
მამის და ძმის ბიზნესებზე მენაბდეს გუშინ დილით გაუგია.
ნეტავ დედაზე რა ხდება?
ეს 2023 წელია.
ვახუშტი მენაბდის დედა ქართულ ოცნებასთან ერთად იმყოფება ბელგიაში ოფიციალური ვიზიტით.
მარინე თოფურია ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ხელმძღვანელია ევროკავშირის დაფინანსებით და ასევე, საბიუჯეტო დაფინანსებით ოცნებისგან.
მეორე სქრინი უკვე 2024 წლისაა ანუ რუსული კანონის შემდეგ, სადაც საუბარია ოზურგეთის მერიასთან ერთობლივი პროექტის დაფინანსებაზე რის გამოც ქალბატონ მარინას სახელმწიფო დაფინანსება აქვს.
ქალბატონ მარინას ფბზე ბევრი ფოტო აქვს ქოცებთან, მაგრამ მე ვერ ვიპოვე ვერც ერთი მხარდაჭერის პოსტი სინდისის პატიმრებზე, მაგალითად მზია ამაღლობელზე.
ვახუშტი მენაბდე- იქნებ შენ დამეხმარო?”- წერს ანა წითლიძე.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვახუშტი მენაბდის ოჯახი გურიაში სატენდერო ხელშეკრულებებს აფორმებდა „ქართულ ოცნებასთან“ და ტენდერების შესახებ დოკუმენტიც გაასაჯაროვა.
ჩვენ რომ რუს „ქოცებს“ ვებრძოდით, გვცემდნენ, გვასისხლიანებდნენ, ვახუშტი მენაბდის ოჯახი, სატენდერო ხელშეკრულებებს აფორმებდა „ქოცებთან“. მენაბდეების ანგარიშზე მილიონობით მოგებული ტენდერი და მენაბდის მარანია. თუ რამეს გაბრალებთ, გამოდი და უარყავი“, - წერდა წითლიძე.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორი, მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს, როგორც გიშინ, ასევე დღეს გამოეხმაურა.
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ტყუილს უწოდებს გარკვეული ოპოზიციის პარტიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მისი ოჯახის ცემენტის ქარხანასთან, "ქართული ოცნება" კონტრაქტებს ინტენსიურად დებს.
კონსტიტუციონალისტის განმარტებით, შესყიდვების გვერდზე რომ 2025 წელს რამდენიმე ტენდერი აქვს წაგებული შპს გურიამშენს. მენამდის თქმით, ასევე არასწორია ინფორმაცია, რომ მის ოჯახს სამეგრელოშიც აქვს მოგებული ტენდერი.
"თუ რამე უკანონოს იპოვით ვერავინ დამასწრებს მაგის სათანადო შეფასებას" - წერს ვახუშტი მენაბდე.