"ოცნების" პროპაგანდა, გლობალური ომის პარტიაზე, რუსეთთანაა დაკავშირებული" - კარპენტერი სანქციების აუცილებლობაზე საუბრობს
თეთრი სახლის ყოფილი მაღალჩინოსანი მაიკლ კარპენტერი "ინდიფენსის ავენიუ"-თვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ "ოცნების" პროპაგანდა, გლობალური ომის პარტიაზე, რუსეთთანაა დაკავშირებული".
მისი თქმით, "ეს უნდა განვიხილოთ, როგორც კრემლის ფარდა", რომელიც "ოცნებას" მოსკოვთან დაახლოების საშუალებას აძლევს.
ამერიკელი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანა ახლა იზოლაციისა და რუსეთსა და ჩინეთზე დამოკიდებულების გზაზეა.
კარპენტერი ასევე საუბრობს სანქციების აუცილებლობაზე - "მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია სტიმულები მივცეთ იმ პირების დასანქცირებით, რომლებიც არიან ამ რეპრესიებში ჩართულები".
გლობალური ომის პარტიის რიტორიკა არის პროპაგანდა, რომელსაც აწარმოებს "ქართული ოცნების" მთავრობა, თითქოს დასავლეთი ითრევს საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში, რაც ნონსენსია, ეს არავის უნდა. ყველამ იცის, რომ საქართველო დაუცველია, მისი ტერიტორიის 20 % რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს ნონსენსი და ტყუილებია, თუმცა ესაა სასარგებლო პროპაგანდა ,რომლის სამიზნეა საზოგადოება, რომელსაც ეშინია, რომ შესაძლოა ისინი დამატებით კონფლიქტში აღმოჩნდნენ, რაც მათ ცხოვრებას შეცვლის და ეს შიშები გასაგებია.
მაგრამ ამ პროპაგანდის უკან რეალური მიზეზი არის რუსეთთან დაკავშირებული. ეს უნდა განვიხილოთ, როგორც კრემლის ფარდა, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს და მის მთავრობას მოსკოვთან დაახლოვდნენ.
ვფიქრობ, რომ საქართველოს დაცვისთვის უნდა ვიმოქმედოთ. საქართველომ დრამატული შემობრუნება გადაწყვიტა, თუმცა მათ შეუძლიათ ასევე დრამატულად დაუბრუნდნენ კურსს, თუკი მთავრობა ჩათვლის რომ ეს მის ინტერესშია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია სტიმულები მივცეთ იმ პირების დასანქცირებით, რომლებიც არიან ამ რეპრესიებში ჩართულები.ქვეყანაში სამომავლოდ არჩევნები ალბათ გამოიწვევს ცვლილებებს ქვეყნის ორიენტაციაში. ქვეყანა ახლა იზოლაციისა და რუსეთსა და ჩინეთზე დამოკიდებულების გზაზეა. ესეც არჩევანია მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის არჩევანი რომელსაც ბევრი ქართველი სიამოვნებით დათანხმდებოდა, თუ ეცოდინებათ, რომ ქვეყანა სწორედ აქეთკენ მიდის", - განაცხადა კარპენტერმა.