მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს - რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ. აქცია "სახალხო მოძრაობის" ორგანიზებით ტარდება. აქციის ორგანიზატორი, თაკო ჩარკვიანი, მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და ფიქრობს, რომ მის გასათავისუფლებლად ხალხმა უნდა იბრძოლოს.
მოგეხსენებათ გლოვის დღეა, ქართველები გაჭირვების დროს ზარს ვამბობდით ყოველთვის, გარდაცვლილებისთვის ზარი უნდა ვთქვათ, კორუფციამ შეიწირა და მოიყოლა ყველაფერი ნანგრევებში დღეს ამიტომ მოვედით, რომ გავაპროტესტოთ რუსეთის მიერ დაჭერილი პრეზიდენტი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაასამართლოს რუსეთზე მომუშავე ხელისუფლების მართლმსაჯულებამ", - ამბობს თაკო ჩარკვიანი.
აქციას მხარდაჭერას უცხადებს "ნაციონალური მოძრაობა, თუმცა სხვა ოპოზიციური პარტიები - "ლელო", "გირჩი", "სტრატეგია აღმაშენებელი" პარლამენტთან წარმოდგენილი არ იქნება.
აქციაზე მობილიზებულია პოლიცია.