შარაშიძე „ოცნებას“ - ვაკის პარკის შადრევანს სამართლიანად შეარქვეს „მკვლელი შადრევანი“ - სასწრაფოდ ამოიღეთ მისი კადრი პროპაგანდისტული კლიპიდან
სასწრაფოდ ამოიღეთ შადრევნის კადრი პროპაგანდისტული კლიპიდან - ასე მიმართავს "ქართულ ოცნებას" პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატი, გიორგი შარაშიძე.
მისი თქმით, თბილისელებმა ვაკის პარკის შადრევანს სამართლიანად შეარქვეს „მკვლელი შადრევანი“
თბილისელებმა ვაკის პარკის შადრევანს, მისივე უპასუხისმგებლობის, კორუმპირებულობის, თბილისის მერიის უპასუხისმგებლო მმართველობის გამო, რასაც მოზარდის სიცოცხლე შეეწირა, სამართლიანად შეარქვეს „მკვლელი შადრევანი“, ეს შადრევანი ვერ გახდება მშვიდობის სიმბოლო, - თქვა საკრებულოს წევრმა.
„ქართული ოცნება“ აგრძელებს ფსიქოლოგიურ ძალადობას საქართველოს მოქალაქეებზე. როდესაც ვერანაირ პოზიტიურ დღის წესრიგს ვერ სთავაზობენ ხალხს, კვლავ ნაცად ხერხს მიმართეს და ომის გამოგონილ საფრთხით აშინებენ. აღმაშფოთებელია ისიც, რომ მოჩვენებით მშვიდობას, საკუთარ დამსახურებად ასაღებს და შადრევანს, რომელსაც თბილისელებმა სამართლიანად შეარქვეს „მკვლელი შადრევანი“, მშვიდობის სიმბოლოდ ასაღებს.
მინდა შევახსენო კალაძეს, რომ თბილისელებმა ამ შადრევანს, მისივე უპასუხისმგებლობის, კორუმპირებულობის, თბილისის მერიის უპასუხისმგებლო მმართველობის გამო, რასაც მოზარდის სიცოცხლე შეეწირა, სამართლიანად შეარქვეს „მკვლელი შადრევანი“, ეს შადრევანი ვერ გახდება მშვიდობის სიმბოლო.
მუნიციპალური სერვისების გაუმართაობამ, კალაძის კორუმპირებულმა მმართველობამ შეიწირა აქ, ამ ადგილზე მოზარდის სიცოცხლე. ამის შედეგ არაერთი ფაქტი ვნახეთ, როდესაც ადამიანები შეეწირნენ მუნიციპალური სერვისების გაუმართაობას. რიყის პარკის შემთხვევა, წყნეთში ფანჩატურში ახალგაზრდა სპორტსმენის გარდაცვალება, სადგურის მოედანზე მომხდარი ტრაგედია. კალაძე და მისი მმართველობა ამათზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. კორუმპირებული მმართველობის შედეგია ის, რომ ადამიანები ფიზიკურად ზიანდებიან და ხშირად, სიცოცხლეს კარგავენ.
კალაძემ, ამ ტრაგედიიდან რამდენიმე დღის შემდეგ განაცხადა, რომ თუ რაიმე დანაშაული მიუძღვის, მზად არის პასუხი აგოს სასამართლოს წინაშე. ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ყველაფერი დალაგებული ჰქონდა პროკურატურასთან, სასამართლოსთან.
მინდა დავპირდე და შევახსენო მას, საქართველოში აუცილებლად დადგება დრო, როდესაც სამართლიანი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ იყო ის ადამიანი და ადამიანები, ვისაც უშუალო პასუხისმგებლობა მიუძღვის ვაკის პარკის ტრაგედიაში. სასწრაფოდ ამოიღეთ შადრევნის კადრი პროპაგანდისტული კლიპიდან“,- აღნიშნა შარაშიძემ.
„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების წინაც ისევ უკრაინის ომის კადრებს იყენებს. მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო საიმიჯო კლიპში ერთმანთს "ვაკის პარკის" შადრევანი და რუსეთის მიერ დანგრეული უკრაინის ქალაქები დაუპირისპირა.
რამდენიმე საათია, სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მმართველი პარტიის საარჩევნო რგოლი, რომლებზეც, ომისა და მშვიდობის საჩვენებლად, მარცხენა მხარეს უკრაინის დაბომბილი ქალაქებია გამოსახული, მეორე მხარეს კი ფოტოები საქართველოდან, სადაც "ოცნება" გარემონტებული ფასადებით, პარკებითა და გზებით იწონებს თავს.
ვიდეო-რგოლში გამოყენებული ის შადრევანი, სადაც 2022 წლის 13 ოქტომბერს 13 წლის მარიტა მეფარიშვილს დენმა დაარტყა და მოკლა. ცბობილია, რომ წინა დღით კახა კალაძემ პარკი საზეიმოდ გახსნა.