"ოცნება" აშშ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ომში ჩართვის იძულებაში ადანაშაულებს

14.08.25 16:23
"ოცნება" აშშ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ომში ჩართვის იძულებაში ადანაშაულებს

"ქართული ოცნების" პასუხი მაიკლ კარპენტერს - ბიძინა ივანიშვილის გუნდი, თეთრი სახლის ყოფილ მაღალჩინოსნებს ომში ჩართვის იძულებაში ადანაშაულებს და ამბობენ, რომ "ოცნებას" მშვიდობის გამო აკრიტიკებენ.  

ბრალდებები ავტორიტარიზმის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილისთვის მიუღებელია. "ოცნების" წევრი ირწმუნება, რომ დღეს ქვეყანაში დემოკრატია.

ჩვენ იმედს ვამყარებთ, რომ ამდაგვარი ბატონები აღარ იქნებიან ამერიკული პოლიტიკის განმსაზღვრელები. თუ ისევ ესენი იქნებიან ამერიკული პოლიტიკის განმსაზღვრელები, რა თქმა უნდა, მათი კურსი რა იყო, რომ საქართველო ომში ჩართულიყო რუსეთსი წინააღმდეგ, ჩვენ ეს არ გავაკეთეთ, მშვიდობა შევინარჩუნეთ. მათთვის ეს მშვიდობა მიუღებელი იყო მათი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის. გამომდინარე აქედან, თუ კიდევ ასეთი ტიპის მოთხოვნები იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენი გზები ვერ იქნება თანხვედრილი. ჩვენ კურსი კი არ შეგვიცვლია, ანუ 2008 წელს, რომ ომში ასე გავეხვიეთ, იგივე კურსი რომ ახლა არ გამოვა, ეს არის მათთვის კურსის შეცვლა. ავტორიტარიზმი იცით რა არის, რომ თქვენი ტელეკომპანია და არცერთი მედია არ უნდა არსებობდეს. და აქ ავტორიტარიზმი კი არა დემოკრატია არის", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი. 

"ბნელი დრო საქართველოსთვის! ახლოს რუსეთთან და ჩინეთთან და წინ ავტორიტარიზმისკენ" - ამ სიტყვებით აღწერს მაიკლ კარპენტერი საქართველოში არსებულ ვითარებას.  თეთრი სახლის ყოფილი მაღალჩინოსანი მიიჩნევს,  რომ რეგიონში მოწინავე ქვეყანა, "ქართული ოცნების" შეცვლილი კურსის გამო, ახლა გარიყვის კანდიდატია. "ინდიფენსის ავენიუ მედიისთის",- თვის მიცემულ ინტერვიუში კარპენტერი ამბობს, რომ თუ ქვეყნის გეოპოლიტიკური და პოლიტიკური მდგომაროება არ შეიცვლება, შტატებისთვის ასეთი ქვეყანასთან პარტნიორობა შეუძლებელი იქნება.

მსგავსი სიახლეები