თედო აბრამოვის განაჩენს მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი ხვალ გამოაცხადებს

14.08.25 17:12
თედო აბრამოვის განაჩენს მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი ხვალ გამოაცხადებს

სინდისის პატიმრის, თედო აბრამოვის განაჩენს მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი ხვალ, 11 საათზე გამოაცხადებს.

“ისჯებოდე ქვეყანაში რომელიც ასე ძალიან შეგაყვარეს ბავშვობაში და ისჯებოდე იმის გამო რომ ქვეყანა გიყვარს სირცხვილია. მწამს რომ ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდება.”- თქვა თედო აბრამოვმა დასკვნით სიტყვაში. 

  • თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს. თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.
  • აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები