"მკვლელი" შადრევანი და "ოცნების" პროპაგანდა - ოპოზიცია კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს

14.08.25 20:54
"მკვლელი" შადრევანი და "ოცნების" პროპაგანდა - ოპოზიცია კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს

ვაკის პარკის  რეაბილიტაცია წესით 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ აქ ისევ ძველი მდგომარეობაა - კალაძემ პარკის რეაბილიტაციაში უკვე 30 მილიონი დახარჯა, დაიხარჯება კიდევ 31 მილიონი. დაუსრულებელ რეაბილიტაციასა და სავარაუდო კორუფციაზე ისაუბრა დღეს ძლიერი საქართველოს წევრმა, ქეთევან თურაზაშვილმა. 

ვაკის პარკი ტრაგედიის ადგილად მას შემდეგ იქცა, რაც კალაძის მიერ ზარზეიმით გახსნილ შადრევანში ცამეტი წლის მარიტას დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. მაშინ  ამ ფაქტზე  თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მაშინდელი უფროსი გიგა გიგაშვილი დააკავეს, რომელსაც პატიმრობა მალევე შინაპატიმრობით შეუცვალეს. საპატიმროს დატოვების შემდეგ კი გაირკვა რომ გიგაშვილმა შეიძინა ნახევარმილიონიანი უძრავი ქონება და დააარსა კომპანია, რომელიც იყო შუამავალი მერიასა და სხვა კომპანიებს შორის. სწორედ მსგავსი ფაქტები უმყარებს ოპოზიციას ეჭვებს კორუფციის შესახებ.

დაკავებიდან  ერთი წლის და ორი თვის თავზე გიგაშვილს გადაადგილების უფლება სამეთვალყურეო სამაჯურით მიეცა. გათავისუფლებიდან მალევე შაბათის ეთერი მაყურებელს მისი დიდძალი ქონების შესახებ უყვებოდა. ვინ დაულაგა საქმე რომ ციხიდან ვადაზე ადრე გამოსულიყო, იყო თუ არა ეს ჯილდო, რომ ჩვენება კალაძის წინააღმდეგ არ მისცა? ამის გასარკვევად მაშინ  "შაბათის ეთერი" გიგაშვილთან მივიდა.  პირველი, რაც გამომძიებელ ჟურნალისტების ყურადღება მიიქცია ყოფილი მაღალჩინოსნის  ახალი აპარტამენტი იყო.

ტრაგედიის ადგილი  ახლა ოცნების წინასაარჩევნო პროპაგანდის ნაწილია. მკვლელი შადრევანი, ოცნებისთვის მშვიდობის სიმბოლოა. პარტია გახარია საქართველოსთვის მმართველ პარტიას მოუწოდებს სასწრაფოდ ამოიღოს მკვლელი შადრევნის კადრი პროპაგანდისტული საარჩევნო კლიპიდან.

დეტალები ნახეთ რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები