კახაბერ ცისკარიძეს ბათუმის მერობა სურს - მომღერალი ხელმოწერებს აგროვებს
კახაბერ ცისკარიძეს ბათუმის მერობა სურს - მომღერალი ხელმოწერებს აგროვებს.
როგორც ცისკარიძე სოციალურ ქსელში წერს, 1555 მსურველის ხელმოწერაა საჭირო, რომ ბათუმის თვითმართველობის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღოს მონაწილეობა.
დავიწყეთ მე-3 სერია! მოგესალმებით ჩემო Facebook მეგობრებო. განცხადება შეტანილია და გვესაჭიროება 1555 მსურველის ხელმოწერა 11 დღის განმავლობაში რომ მონაწილეობა მივიღოთ ბათუმის თვითმართველობის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად. უპარტიო, ხალხისგან! ვაკონკრეტებ რომ არცერთი პარტიიდან, ბათუმის მოსახლეობისგან! ჩემი განცხადების თანადგომის მსურველებს (ხელმოწერების აგროვების მსურველებს) გთხოვთ დამიკავშირდეთ", - წერს კახაბერ ცისკარიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მომღერალს 2017 წელს ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობაც სურდა, თუმცა მაშინ მერობის კანდიდატად რეგისტრაცია დააგვიანა.