გვაქვს მკაფიო პოზიცია - სერგეი ლავროვი დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე

15.08.25 10:13
გვაქვს მკაფიო პოზიცია - სერგეი ლავროვი დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე

რუსული მხარე ალასკაში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე თავის მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ მედიას განუცხადა.

ჩვენ არასდროს ვგეგმავთ წინასწარ. ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს არგუმენტები, გვაქვს მკაფიო, ზუსტი პოზიცია. ჩვენ მას დავაფიქსირებთ. სტივენ უიტკოფის ვიზიტების დროს აქ უკვე ბევრი რამ გაკეთდა, პრეზიდენტმა ამის შესახებ განაცხადა. უიტკოფმა პრეზიდენტ ტრამპის სახელით ისაუბრა. იმედი მაქვს, რომ დღეს ამ ძალიან სასარგებლო საუბარს გავაგრძელებთ“, - განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი დღეს ალასკაში შეხვდებიან ერთმანეთს.   შეხვედრა ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გაიმართება. პუტინი და ტრამპი ჯერ პირისპირ შეხვედრას გამართავენ, შემდეგ კი დელეგაციების მონაწილეობით.

მსგავსი სიახლეები