გავიმარჯვებთ! თედო აბრამოვის პირველი კომენტარი

15.08.25 11:31
გავიმარჯვებთ! თედო აბრამოვის პირველი კომენტარი

 

 

გავიმარჯვებთ! - ამ სიტყვებით მიმართა პატიმრიბიდან გათავისუფლებულმა 22 წლის თედო აბრამოვმა, სინდისის იმ პატიმრებს, რომლევიც ციხეში რჩებიან. 

მისი თქმით, ბრძოლა გრძელდება: 

არავინ ვაპირებთ დანებებას! ერთით მეტი ვიქნებით, სანამ ყველა არ იქნება გარეთ და ერთად დავასრულებთ იმ საქმეს რაც დავიწყეთ. 

უდანაშაულო ბიჭებო, რომლებიც მოსამართლეებმა უსამართლოდ გამოგკეტეს, მოულოდნელ გათავისუფლებას გისურვებთ!"- თქვა აბრამოვმა და დასძინა: "ჩვენ დაგიხსნით თქვენ და გიშველით საერთოდ  ყველას!".

რაც შეეხება განაჩენის გამოცხადებას, აბრამოვი ამბობს, რომ ხალხის ემოციებმა "გამოაფხიზლა":  "მოსამართლის არ მესმოდა, გათიშული ვიყავი და ხალხის ყვირილმა გამომაფხიზლა". 

ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი ჰყავთ გამოკეტილი. პირველ რიგში, ეს სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ მეგობრებო. ჩვენ დაგიხსნით თქვენ და გიშველით საერთოდ, სულ ყველას! მეგობრებო, აქ ვინც ხართ, დაიმახსოვრეთ - ხართ ერთით მეტი! მეც თქვენთან ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ.

გიორგი ახობაძის მომენტში, ჩვენ, ბიჭები ვთამაშობდით ფეხბურთს და იქ რომ ვიყავით, უცბად გაახსენდა, რომ ახობაძეს უნდა ჰქონოდა პროცესი. მეთქი, ვნახოთ, რა ხდება. ერთი სული მქონდა მეც. რომ დავინახეთ, სასწაული შეგრძნება იყო“,- განაცხადა აბრამოვმა.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. 

მოსამართლის განმარტებით, სამართალდამცველებს შეეძლოთ ეწარმოებინათ ვიდეო გადაღება, ნეიტრალური მომწე წარმოედგინათ საქმეში, რაც ეჭვგარეშე გახდიდა საქმეს და ბრალდებულის ჩხრეკის მიმართ ნდობა ყოფილიყო.

შეგახსენებთ, თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს.

ფოტო "პუბლიკა"

მსგავსი სიახლეები