რა უთხრა ბადრაგმა თედო აბრამოვს გათავისუფლებამდე რამდენიმე საათით ადრე?
"ბორკილებს რომ მადებდა ბადრაგი, მეუბნებოდა: "ღმერთმა ჰქნას, ეს უკანასკნელი იყოსო" - ასე აღწერს თედო აბრამოვი სურათს, რომელიც გუშინ, 14 აგვისტოს, მისი საბოლოო სიტყვის წარმოთქმის შემდეგ საქალაქო სასამართლოში განვითარდა.
გუშინ მქონდა პროცესი, რომ გავედი შესვენებაზე, შეუძლოდ ვიყავი უკან რომ ვბრუნდებოდი, ბორკილებს რომ მადებდა ბადრაგი, მეუბნებოდა: "ღმერთმა ჰქნას, ეს უკანასკნელი იყოსო". მეც მაგ მომენტში ზუსტად იგივეს ვფიქრობდი და უბრალოდ, ხმა რომ გავიგონე ბორკილების, მეთქი, "ეს არ მორჩება არასდროს". ეგეთი განცდა მქონდა.
მოკლედ, დღეს რომ დავბრუნდი დარბაზში, სხვა ბადრაგი დამხვდა, თუმცა შეგრძნება იგივე მქონდა. არ ვიცოდი, რას უნდა მოველოდი, არ ვიცოდი, რას ვიგრძნობდი, რა ბედი მეწეოდა, თუმცა თქვენთან ერთად ვარ, ისევ თქვენი წყალობით"- თქვა აბრამოვმა.
პატიმრიბიდან გათავიუფლებულმა 22 წლის ბიჭმა სინდისის პატიმრებს კიდევ ერთხელ მიმართა:
მეგობრებო, შემართება და ენერგია არცერთ გაკლიათ, სასწაული ბიჭები ხართ. რომ გაგიცანით მანდ, თქვენ მანახეთ გვერდში დგომა, მეგობრობა, ნამდვილი ბრძოლის უნარი და ჩვენი გაუტეხელობით, ჩვენი ძალით, თავდაჯერებით ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ და გავიმარჯვებთ აუცილებლად ყველანი და დავარამცხებთ ამ ბინძურ სისტემას [...]
როგორი შეგრძნება იყო როცა გავიგე რომ უვადო პატიმრობა მემუქრებოდა? ვერ ვიჯერებდი. მიზანი ალბათ დასჯა იყო, ჩვენება, რომ თუ არ გაჩერდებით, აი, რა გელოდებათ. დღეს ამ დარბაზში მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, სხვანაიარს ვერც მიიღებდა ფიზიკურად, თუმცა, როგორც წეღან ვახსენე, გამოსვლის მომენტში შიგნით ვლავ ძალიან ბევრი, ათობით, ასობით და ათასობით პატიმარი, რომელიც იგივეს გადის, შეიძლება აქციების გამო არ არიან დაკავებულები, თუმცა მაინც მოსამართლეები თვალებს აელმებენ და ტაშს უკრავენ, ისე იღებენ გადაწყვეტილებებს, როცა იციან, რომ თეთრი თეთრია და არ არის შავი, მაგრამ მაინც ასე უსინდისოდ კეტავენ ხალხს და უმწარებენ ცხოვრებას.
ბიჭებო, გამძლეობა ყველას და ყველას გისურვებთ მოულოდნელ თავისუფლებას!" - თქვა თედო აბრამოვმა.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო და აბრამოვი დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მოსამართლის განმარტებით, სამართალდამცველებს შეეძლოთ ეწარმოებინათ ვიდეო გადაღება, ნეიტრალური მომწე წარმოედგინათ საქმეში, რაც ეჭვგარეშე გახდიდა საქმეს და ბრალდებულის ჩხრეკის მიმართ ნდობა ყოფილიყო.
შეგახსენებთ, თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს.
ფოტო: პუბლიკა