ზარი პირდაპირ ეთერში - თედო აბრამოვს გათავისუფლება სინდისის პატიმარმა, ონისე ცხადაძემ ციხიდან მიულოცა

15.08.25 13:10
ზარი პირდაპირ ეთერში - თედო აბრამოვს გათავისუფლება სინდისის პატიმარმა, ონისე ცხადაძემ ციხიდან მიულოცა

თედო აბრამოვს გათავისუფლება სინდისის პატიმარმა, ონისე ცხადაძემ ციხიდან მიულოცა.

იუმორისტმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დარეკვის უფლებით მას შემდეგ ისარგებლა, რაც გაიგო, რომ თედო აბრამოვი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ვისაც მსგავსი რაღაც გაუკეთეს, ყველას გაუშვებენ. ყველაზე მძიმე მუხლი ამ ადამიანებს გაუკეთეს, დანარჩენი რაღაც იქნება, გამოჩნდება.

საკანში გავიგე. მე და ვეფხია კასრაძე ვართ და გაგვიხარდა ძალიან. შემდეგ ვეფხია პაემანზე გავიდა, მარტო დავრჩი. მარტო რომ დავრჩი, ეს ემოციები ვის გავუზიარო-მეთქი, გამოვედი და თათიას დავურეკე“, - თქვა ონისე ცხადაძემ.

 მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო და აბრამოვი დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

მოსამართლის განმარტებით, სამართალდამცველებს შეეძლოთ ეწარმოებინათ ვიდეო გადაღება, ნეიტრალური მომწე წარმოედგინათ საქმეში, რაც ეჭვგარეშე გახდიდა საქმეს და ბრალდებულის ჩხრეკის მიმართ ნდობა ყოფილიყო.

შეგახსენებთ, თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს.

მსგავსი სიახლეები