ლავროვი ალასკაზე, ტრამპთან შესახვედრად ჩავიდა მასიურით წარწერით - СССР
საბჭოთა კავშირის მაისურით ამერიკაში - ალასკაში ჩასულ სერგეი ლავროვს აცვია მაისური, რომელზეც საბჭოთა კავშირის აღმნიშვნელი ინიციალებია დატანილი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ერთ-ერთია იმ ხუთი რუსი პოლიტიკოსიდან, ვინც ამ საღამოს ისტორიულ შეხვედრაზე მოლაპარაკებები უნდა გამართოს ომის დასრულების გეგმაზე.
ტრამპი-პუტინის შეხვედრამდე დაახლოებით 10 საათი რჩება. აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის ტერიორიებს უკრაინის გარეშე არ განიხილავს. ამის მიუხედავად, სხვადასხვა დასავლური გამოცემები წერენ, როგორ შეიძლება, გადანაწიდეს ტერიტორიები.