ნინო გალუსტაშვილმა 26 წლის მუსიკოსი, დავით ხომერიკი 4 წლითა და 6 თვით ციხეში გაუშვა
ნინო გალუსტაშვილმა 26 წლის მუსიკოსი, დავით ხომერიკი 4 წლითა და 6 თვით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
სანამ გალუსტაშვილი განაჩენს გამოაცხადება სინდისის პატიმარმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა და თქვა: „ნებდებიან ისინი, ვისთვისაც თავისუფლება აღარაფერს ნიშნავს“.
ცნობისთვის, დავით ხომერიკი პოლიციამ 2024 წლის 2 დეკემბერს დააკავა. პროკურატურა ხომერიკს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობას ედავება, მას ბრალი აფეთქების მომზადების მუხლით აქვს წარდგენილი.