ნარკოდამოკიდებულება და ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში - "ძლიერი საქართველო" ექსპერტებს შეხვდა

15.08.25 18:24
ნარკოდამოკიდებულება და ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში - "ძლიერი საქართველო" ექსპერტებს შეხვდა

როგორ ხედავენ ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზებს პროფესიონალები - საკითხზე ექსპერტებთან ერთად "ძლიერმა საქართველომ" იმსჯელა.

ირაკლი კუპრაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ  ეს საკითხი სწორედ ერთ-ერთია იმ მთავართაგან, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. მისი თქმით, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სტატისტიკა სიმართლეს არ შეესაბამება და ვითარება გაცილებით მძიმე და მასშტაბურია. 

ყველა კვლევის მიხედვით, ნარკოდამოკიდეულება და ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები, არის ერთ-ერთი მთავარი, რაც საზოგადოებას აწუხებს. ჩვენ ვხედავთ წლების განმავობაში, რა თქმა უნდა პოლიტიკური შეფასებაა, მაგრამ ჩემი აზრით, ობიექტურიც, გამოქვეყნებულ სტატისტიკური მონაცამებს, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ, რომ ჩვენ ქუჩებში, ჩვენს გარემოცვაში ვხედავთ ბევრად უფრო მასშტაურად პრობლემატიკას ნარკოდამოკიდებულებასთან და იმ გადაწყვეტის გზებთან, რომელიც უნდა იყოს ჰუმანური და მორგებული ნარკოდამოკიდებულებზე, არა რეპრესიული, არამედ მორგებული. ეს პრობლემა იყო ყოველთვის. მათ შორის, პოლიტიკური ძალადობის მექანიზმადაც არის გამოყენებული, - თქვა კუპრაძემ შეხვედრაზე. 

ექსპერტმა გიორგი ბერულავამ შეხვედრაზე პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანაში ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა რეალურად არც არსებობდა და ეს, რეალურად, კონრტოლირებადი დამოკიდებულების პროგრამაა, რომელიც ადამიანებს ჭაობში სულ უფრო ითრევს.

ამ ქვეყანაში ჩვენ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა გვაქვს? ეს ჩანაცვლებითი თერაპიაა, რაც ჩვენთან ხორციელდება? თქვენ გააჟღერეთ ციფრი 11 ათასი მეტადონის მომხმარებელი, ლაპარაკი იყო სასაცილო 375 სუბოქსონის მომხმარებელზე და ა.შ. ეს ჩანაცვლებითი თერაპიაა თუ კონრტოლირებადი დამოკიდებულების პროგრამა? უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში გვაქვს კონტროლირებადი დამოკიდებულების პროგრამა, რომ ხალხმა გაიგოს, დამჯდარა ახლა ეს ფსიქიატრი და ლამაზ-ლამაზ ტერმინებს ასე რომ იყენებს... ჩანაცვლებითი თერაპია ნიშნავს, რომ ადამიანი შევიდა თავისი კეთილი ნებით პროგრამაში არა მზარდი, არამედ კლებადი დოზებით, შეეცადა, გაუმკლავდეს თავის ნარკოდამოკიდებულებას და დატოვა რეაბილიტაციის კურსი იმდაგვარად, რომ სასურველია, რომ განეცადა სოციალურ-პროფესიული რეაბილიტაცია და რეაადაპტაცია. აი, ეს არის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა. ხოლო, ჩვენ გვაქვს კონტროირებადი დამოკიდებულების პროგრამა, რაც ნიშნავს, რომ დოზები იზრდება ზოგჯერ ლაის გეომეტრიული პროგრესით, - თქვა შეხვედრაზე გიორგი ბერულავამ. 

შეგახსენებთ, რომ დღეიდან ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის - უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და სერვისს, ყველა ბენეფიციარს, სახელმწიფო მიაწვდის. 

მსგავსი სიახლეები