ნარკოდანაშაული კიდევ ერთ სინდისის პატიმარს ვერ დაუმტკიცეს - რა ბედი ელით მოწმე პოლიციელებს?

15.08.25 20:15
ნარკოდანაშაული კიდევ ერთ სინდისის პატიმარს ვერ დაუმტკიცეს - რა ბედი ელით მოწმე პოლიციელებს?

თედო აბრამოვი უკვე მეორე სინდისის პატიმარია, რომელსაც ნარკოდანაშაული ვერ დაუმტკიცეს. 22 წლის აქტივისტის სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლებამ დაადასტურა, რომ ის 8 თვე ციხეში უსამართლოდ იჯდა. აბრამოვის ისტორია ახობაძის მსგავსია და აჩენს კითხვას, რაზე მიანიშნებს ნარკოდანაშაულში ბრალდებულების გათავისუფლების ტენდენცია. 

თედო აბრამოვი პოლიციამ საკუთარი სახლიდან გამოსვლისას დააკავა. ის საპროტესტო აქციაზე მიდიოდა. გამოძიება ამტკიცებდა, რომ მისი ქურთუკიდან ნარკოტიკი ამოიღეს.

ირაკლი კობახიძეს არაერთხელ უსაუბრია დაკავებულების ბრალეულობაზე, დაკავების მოტივებზე და ისიც კი თქვა, რომ პატიმრობაში დატოვებდნენ ყველას, ვის შესახებაც მტკიცებულებად ვიდეო მასალა არსებობდა. 

თუ ამ დრომდე პატიმრების მიმართ გამოტანილ განაჩენებს დავაკვირდებით, უდანაშაულოდ მხოლოდ ისინი ცნეს, ვინც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, სხვების მიმართ კი პატიმრობის წლების მინიმალურია. ჩნდება კითხვა, რა განსაზღვრავს გადაწყვეტილებას - ბრალდების მუხლი თუ საზოგადოების პროტესტი? ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ "ქართული ოცნება" მოქმედებს მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის განწყობის შესაბამისად, აქ კი მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ბოლო კვლევით პატიმრების გათავისუფლების მომხრეები "ოცნების" ამომრჩევლებშიც მრავლად არიან.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები