პაპუნა ჯანელიძე: ერთი კაცის სურვილებზე და ახირებებზე ჩამოკიდებულ სამართალს მივყავართ ლავროვის და პუტინის საოცნებო СССР-ში

15.08.25 20:54
პაპუნა ჯანელიძე: ერთი კაცის სურვილებზე და ახირებებზე ჩამოკიდებულ სამართალს მივყავართ ლავროვის და პუტინის საოცნებო СССР-ში

"ერთი კაცის სურვილებზე და ახირებებზე ჩამოკიდებულ სამართალს მივყავართ ლავროვის და პუტინის საოცნებო СССР-ში" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მთავრობის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პაპუნა ჯანელიძე წერს და სინდისის პატიმრის, დავით ხომერიკის განაჩენს ეხმიანება. 

მისი თქმით, სიტყვები უძლურია იმ ემოციის გამოსახატად, რასაც მასში ეს უსამართლობა იწვევს. 

ბევრი ვწერე და წავშალე, სიტყვები უძლურია იმ ემოციის გამოსახატად, რასაც იწვევს ჩემში ეს უსამართლობა…

ვერც საზოგადოებად შევდგებით, და მითუმეტეს, ვერც სახელმწიფოდ, სანამ არ გვექნება სამართლიანობა ქვეყანაში. 

ერთი კაცის სურვილებზე და ახირებებზე ჩამოკიდებულ სამართალს მივყავართ ლავროვის და პუტინის საოცნებო СССР-ში მხოლოდ," - წერს პაპუნა ჯანელიძე. 

ცნობისთვის, დღეს, სინდისის პატიმარს დავით ხომერიკს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. 

მსგავსი სიახლეები