ნიკა ფარულავა: კრემლის და პუტინის განზრახვები ამ შეხვედრით ვერ შეიცვლება

15.08.25 22:07
ნიკა ფარულავა: კრემლის და პუტინის განზრახვები ამ შეხვედრით ვერ შეიცვლება

"კრემლის და პუტინის განზრახვები ამ შეხვედრით ვერ შეიცვლება" - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა, ნიკა ფარულავამ განაცხადა. 

მისი თქმით, ის რასაც კრემლი აწარმოებს 2007 წლიდან იღებს სათავეს. 

კრემლის და პუტინის განზრახვები ვერც ამ შეხვედრით და ვერც ამის შემდეგი შეხვედრებით, თუ იქნა ბუნებაში ასეთი, ვერ შეიცვლება იმიტომ, რომ ეს კონცეფცია ზოგადად, რასაც კრემლი აწარმოებს, 2007 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც საჯარო გახდა. ეს იყო მიუნხენის კონფერენციაზე, როდესაც პუტინი პირველად ღიად დაემუქრა დასავლურ უსაფრთხოების არქიტექტურას და ამ კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ხო ეს საფრთხის შემცველი იყო რუსეთისთვსი და ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს. 

ამის შემდეგ იყო კონკრეტული ნაბიჯები - 2008 წლის ომი, 2014 უკრაინაში, ზოგადად როდესაც ომი დაიწყო და ყირიმის ანექსია მოახდინა, შემდეგ უკვე 24 თებერვალი," - განაცხადა ნიკა ფარულავამ. 

ცნობისთვის, დღეს, ალასკაზე, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები