შიმშილობის მე-11 დღე - მესამე პრეზიდენტის ექიმი სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

11.10.21 11:05
შიმშილობის მე-11 დღე - მესამე პრეზიდენტის ექიმი სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგოლმარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისი მკურნალი ექიმი აცხადებს. ნიკოლოზ ყიფშიძის  თქმით, დაკავებულს უჭირს გადაადგილება და ლაპარაკი. ექიმი მის კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობს. აღნიშნული მოთხოვნა აქვთ მიხეილ სააკაშვილს თანაგუნდელებსაც. 

ნიკოლოზ ყიფშიძე მესამე პრეზიდენტის ციხეში მონახულებას დღესაც აპირებს. 

მდგომარეობა არ მომეწონა გუშინ ბევრად უარესი იყო, ვიდრე პირველად, როცა ვნახე, დაახლოებით პარასკევს. ვიტყვი, რომ მდგომარეობა, ჩემი აზრით, საგანგაშოა და ადრე თუ გვიან, საჭიროა უფრო ინტენსიური სამედიცინო ჩარევა. მე ამაში ციხის ექიმებიც მეთანხმებიან. ყველაზე კარგი იქნება, რომ გადავიყვანოთ საავადმყოფოში. მე უკვე ველაპარაკე რამენიმე ქართველ ექიმს, გუშინ მყავდა აქ 4 ადამიანი, რომ დავისახოთ მკურნალობის გეგმა, სტრატეგია, - ამბობს ყიფშიძე. 
 

ცოტა ხნის წინ რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან სააკაშვილის ხუთივე ადვოკატი მივიდა. ისინი დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვენ.  

არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სისხლის დაავადების მძიმე ფორმა, თელასემია, აქვს, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. 

მსგავსი სიახლეები