კობახიძე ამტკიცებს, რომ სინდისის პატიმრები "უსინდისო ქმედებების გამო არიან კონკრეტული ბრალის ქვეშ"

16.08.25 10:20
კობახიძე ამტკიცებს, რომ სინდისის პატიმრები "უსინდისო ქმედებების გამო არიან კონკრეტული ბრალის ქვეშ"

ირაკლი კობახიძე პროევროპულ აქციაზე დაკავებულების წინააღმდეგ - "ოცნების" პრემიერი ამტკიცებს, რომ სინდისის პატიმრები  "უსინდისო ქმედებების გამო არიან კონკრეტული ბრალის ქვეშ".

კობახიძე გუშინ ირწმუნებოდა, რომ 1000-მდე ადამიანი ძალადობდა გასული წლის ნოემბრის საპროტესტო აქციებზე და ათასამდე ადამიანიდან მხოლოდ 30 არის დაკავებული, რაც მისი შეფასებით, "მაღალ სტანდარტებზე მიანიშნებს".

საქართველოში არის ეფექტიანი მართლმსაჯულება, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად საქმეების გადაწყვეტას. რაც შეეხება ზოგადად, ამ 30 პატიმარს, რომლებსაც უწოდებენ სინდისის პატიმრებს - სინამდვილეში, უსინდისო ქმედებების გამო არიან ეს ადამიანები კონკრეტული ბრალის ქვეშ. ათასამდე ადამიანი ძალადობდა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში გასულ წელს და ათასამდე ადამიანიდან მხოლოდ 30 არის დაკავებული, რაც მაღალ სტანდარტებზე მიანიშნებს. სინამდვილეში საქართველოში არის გამოძიების და სასამართლოს მაღალი სტანდარტი და სწორედ ამის გამო არის 3%-იანი მაჩვენებელი რეალურად. გახსოვთ, რა მასშტაბის ძალადობა ხორციელდებოდა გასული წლის ბოლოს და ამ მასშტაბის ძალადობის ფონზე მხოლოდ 30 პატიმარი მიანიშნებს სწორედ მაღალ სტანდარტზე“, - განაცხადა კობახიძემ. 

"ოცნების" ლიდერმა კომენტარი გააკეთა დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის და პოეტის, ზვიად რატიანის საქმეებზეც. 

„მათი უფლებაა, სილა გააწნან ვისაც უნდათ, თუმცა სახელმწიფოს უფლებაა ამას გასცეს პასუხი და, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ასეთ ქმედებას გაეცემა პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით. ნურავის დაავიწყდება, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოს ყოველთვის ექნება სათანადო რეაგირება ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე, ეს არის ის რეალობა, რომელიც დადგა კონკრეტული პირების მიმართ“,- განაცხადა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები