ნგრევამდე მუშებმა შენიშნეს, რომ კორპუსის კარი არ იღებოდა, თუმცა არავის შეატყობინეს - ბათუმის ტრაგედიის საქმის პროკურორი

11.10.21 11:18
ნგრევამდე მუშებმა შენიშნეს, რომ კორპუსის კარი არ იღებოდა, თუმცა არავის შეატყობინეს - ბათუმის ტრაგედიის საქმის პროკურორი

ნგრევა ბათუმში - საქმის პროკურორი "ტვ პირველთან" აცხადებს, რომ 8 ოქტომბერს, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევამდე, მუშებმა შენიშნეს, რომ ზაურ ბუდაგოვის საცხოვრებელი კორპუსის კარები არ იღებოდა, თუმცა მათ შესაბამისი სამსახურისთვის არ მიუმართავთ, პირიქით, საკუთარი ძალებით შეეცადნენ უკვე დაძრული კედლების გამაგრებას: 

ბრალდებულებს არც ერთი საჯარო ორგანოსთვის და პირისთვის არ უთქვამთ მომხდარი ფაქტის შესახებ. ეს უტყუარად არის დადასტურებული. 2012 წლის 8 ოქტომბერს, დილის საათებში, როდესაც ბრალდებულები კორპუსთან მივიდნენ, შენიშნეს, რომ არ იხსნებოდა საცხოვრებელი კარი. სადარბაზოში შესასვლელი კარი იმიტომ არ იხსნებოდა, რომ კორპუსს უკვე ჰქონდა კედლის დაწევა დაწყებული, შესაბამისად კარი არ გაიხსნა. იმის ნაცვლად, რომ მათ ეს ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოებისთვის მიეწოდებინათ, ან მეზობლებისთვის ეთქვათ, ისინი წავიდნენ, მოიტანეს რკინის კონსტრუქციები ამ კორპუსის გასამაგრებლად"- განაცხადა ალექსანდრე ძირკვაძემ. 

მისი თქმით, რკინის კონსტრუქციები ერთ-ერთმა დაკავებულმა მისი მეორე სამსახურიდან წამოიღო, თუმცა პროკურორს დადგენილი არ აქვს, ვისი ნებართვით, ან საიდან მოხდა კონსტრუქცია. ​ალექსანდრე ძირკვაძე აღნიშნავს, რომ ბრალდებული "რედისონში" მუშაობდა. 

 

მსგავსი სიახლეები