ჩვენი პრიორიტეტი, როგორც ოჯახის, არის მიშა ვიხილოთ ჯანმრთელი, თავისუფალი - ედუარდ სააკაშვილი

11.10.21 12:33
ჩვენი პრიორიტეტი, როგორც ოჯახის, არის მიშა ვიხილოთ ჯანმრთელი, თავისუფალი - ედუარდ სააკაშვილი

რუსთავის მე-12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შვილები, ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილები, შედიან. ციხეში შესვლამდე მესამე პრეზიდენტის უფროსმა ვაჟმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ოჯახის პრიორიტეტია, რომ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელი. 

ჩვენ მე და ნიკუშას, მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცა ნახვის საშუალება მეათე დღეს და ამას დიდი ხანი ველოდებოდით. ჩვენი პრიორიტეტი, როგორც ოჯახის, არის ვიხილოთ მიშა ჯანმრთელი, თავისუფალი და აქვე მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ამ მიზანს იზიარებს", - თქვა ედუარდ სააკაშვილმა. 

ციხეში ამ წუთებში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ადვოკატები იმყოფებიან. მათი გამოსვლის შემდეგ სააკაშვილის შვილებს საშუალება ექნებათ, მამა ციხეში მოინუხულონ. 

მსგავსი სიახლეები