ხარაგაულში დასაქმების თაღლითური სქემა მოქმედებს - გეგელია
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ ხარაგაულში საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც იქ არსებულ მძიმე ვითარებასა და რეალური სამუშაო ადგილების არარსებობაზე ისაუბრა. პოლიტიკოსის თქმით, "ოცნებამ" დევების ძეგლს დაცვა დაუნიშნა, რაც მისივე თქმით, "თაღლითური დასაქმების სქემაზე" მიუთითებს.
გრიგოლ გეგელიას თქმით, მაშინ, როცა სოფლების მოსახლეობა მეწყერის საფრთხის გამო სახლებში დარჩენას ვეღარ ახერხებს, "ოცნება" მუნიციპალიტეტში შტატებს ხელოვნურად ბერავს.
ვიმყოფებით ხარაგაულში, რომელიც არის ქოცური აუხდენელი ოცნებების და კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება. ახლა ჩვენ ვართ დევების ძეგლთან, ყველასთვის საყვარელ ადგილთან, რომელსაც ქოცებმა დაუნიშნეს დაცვა. დიახ, არც მეტი, არც ნაკლები, მითიურ არსების რამდენიმე ტონიან ძეგლს ქოცებმა დაუნიშნეს დაცვა. რატომ? იმიტომ, რომ ქოცები ვერ ამუშავებენ ეკონომიკას, ვერ ქმნიან სამუშაო ადგილებს, ადამიანებს ვერ აძლევენ ეკონომიკური განვითარების საშუალებას და ამიტომაც მათ გადაწყვიტეს თაღლითური სქემის გამოყენებით ადამიანების ე.წ. დასაქმება.
ეს კონკრეტული მუნიციპალიტეტი არის სახელგანთქმული დასაქმების თაღლითური სქემით, რომელიც არც რეალურ სამუშაო ადგილებს ქმნის, არც რეალურ ადგილობრივ ეკონომიკას უწყობს ხელს, არამედ წარმოშობს ხალხის ფულის ფლანგვის ერთით მეტ თაღლითურ ქოცურ სქემას.
იმ ფონზე, როდესაც ხარაგაულის ზოგიერთ სოფელში მეწყერსაშიში ზონების გამო მოსახლეობა ტოვებს თავის საცოხვრებელ სახლებს, ამავე მინიციპალიტეტის გამწვანებას ოფიციალური მონაცემებიტ 114 ადამიანი უზრუნველყოფს, ხოლო დასუფთავების სამსახურში დასაქმებულთა რაოდენობა 1000 ადამიანამდეა ანუ ამდენი ადამიანი ემსახურე ხარაგაულის 19 სხვადასხვა დასახლების დასუფათავებას და კეთილმოწყობას. 2024 წლის ბიუჯეტიდან, ამ პროგრამებისთვის, თქვენი ჯიბიდან 103 მლნ-ია გამოყოფილი, რომელიც წელს კიდევ 10 მლნ-ით გაიზრდება. აქედან ხარაგაულმა დახარჯა 2. 5 მლნ, საიდანაც 1.6 მლნ თქვენი ფულიდან მოდის ხელფასების დარიგებაზე.
სამწუხაროდ, ეს სქემა არც ეკონომიკას ზრდის, არც რეალური დასაქმების ადგილებს ქმნის და არც იმ სოციალურ პრობლემებს პასუხობს, რაც გააჩნია ხარაგაულს, იმერეთს და სრულიად საქართველოს, - განაცხდაა გრიგოლ გეგელიამ.